რა მოხდა ზუგდიდში და რა ხდებოდა დღეს ვარკეთილში? - 4 საათიანი სპეცოპერაციის დეტალები

გამოქვეყნდა:

სპეცოპერაცია თბილისში 2 ძებნილის დაკავებით დასრულდა;  ბექა და გიორგი შენგელიები სამართალდამცველებმა რამდენიმე კვირიანი ძებნის შემდეგ, ვარკეთილში აიყვანეს; სპეცოპერაცია დაახლოებით 4 საათს გრძელდებოდა. ადგილზე პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმები იყო მობილიზებული, რადგან ბინაში გამაგრებული ძებნილები, დაკავების შემთხვევაში, ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდნენ; ძმებ შენგელიებს სამართალდამცველები ზუგდიდში  მომხდარი ინციდენტის შემდეგ ეძებდნენ, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიჭრა. შემთხვევის ადგილიდან შენგელიებმა  გაქცევა სცადეს და პოლიციის მანქანას დაეჯახნენ. ავარიის დროს დაშავდა მცხეთა მთიანეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მიქიაშვილი. დაკავებულებს ახლა  სამართალდამცველებზე თავდასხმას და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი