ელისო კილაძე გიორგი გაბუნიას საქმეზე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

გამოქვეყნდა:

გიორგი გაბუნიას საქმეზე სუს-ში გამოკითხვაზე "ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე დაიბარეს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა. 

ხვალ,13:00 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვარ დაბარებული გამოკითხვაზე! შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე! გამოძიებას ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას გადავცემ! - წერს კილაძე.

შეგახსენებთ, რომ ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზეა დაკავებული. უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურ განცხადებაში გიორგი გაბუნიას სახელსა და გვარს არ ასახელებს, თუმცა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხნენ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია. სუს-ში დღეს ამავე საქმესთან დაკავშირებით "ტვ პირველის" მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძეც გამოიკითხა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი