დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ზუგდიდში 2 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

პოლიციამ ზუგდიდში სპეცოპერაციის დროს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და შემოტანის, ასევე იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავა. სპეცოპერაცია 7 მაისს, გვიან ღამით ზუგდიდის პოლიციის სამმართველომ ჩაატარა, სპეცოპერაციაში ჩართული იყვნენ სამხარეო პოლიციის თანამშრომელბი.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, პოლიციამ ორი პირი მაშინ დააკავა, როდესაც სარფიდან ზუგდიდში მიდიოდნენ. მანქანიდან სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის სუბოტექსი და მარიხუანა ამოიღეს. სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს დაკავებულების სახლებიც, საიდანაც ასევე ნარკოტიკული ნივთიერებები და იარაღი ამოიღეს.

როგორც ცნობილია, საერთო ჯამში პოლიციამ 4 ათასი აბი სუბოტექსი და დიდი რაოდენობით მარიხუანა ამოიღო - ნაწილი მანქანიდან ნაწილი კი საცხოვრებელი სახლიდან.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე და 236-ე მუხლის მესამე ნაწილებით მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ დასრულდა დაკავებულების სასამართლო პროცესი, სასამართლომ მათ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი