Credit Suisse ივანიშვილს ფულს არ უხდის - 600 მილიონიანი სასამართლო დავა

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ შვეიცარულ ბანკს 600 მლნ დოლარიანი სასამართლო დავა მოუგო და ზარალის  ანაზღაურებას მიაღწია, თუმცა, ირკვევა რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული მსოფლიო საბანკო გიგანტი ოლიგარქს ფულს აღარ უხდის. 
რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი - ეს ყველაზე კარგად ივანიშვილის ოფისის მიერ გავრცელებულ პასუხში იკითხება. როგორც ჩანს, კრედიტ სვისში საერთოდ არ გამორიცხავენ, რომ ხვალ ქართველი მილიარდერი შესაძლოა სანქცირებულ ბიზნესმენთა სიაში მოხვდეს.  
არანაკლებ მოულოდნელია ივანიშვილის რეაქცია, რომელიც ახლა "ჯვაროსნულ ლაშქრობას" აანონსებს შვეიცარული ბანკების წინააღმდეგ. იმ საბანკო სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც ისტორიაში პირველად, დე ფაქტო დაარღვია საომარი ნეიტრალიტეტი და რუსი ოლიგარქებისთვის უკვე დაწესებულ სანქციებს შეუერთდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი