რუსთავის ციხეში სასწრაფო დახმარებისა და საბადრაგო სამსახურის მანქანები შეიყვანეს - "პოსტ ფაქტუმი"

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ცოტა ხნის წინ სასწრაფოს მანქანა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საბადრაგო მანქანა შეიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის დამძიმებულ მდგომარეობას.
"პოსტ ფაქტუმის" გუნდი ამ დროისათვის დეტალების დადგენას ცდილობს, თუ რა ხდება რუსთავის ციხეში.

შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაზე პენიტენციურმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც უწყებამ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში, არ გამორიცხა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი