თბილისში, პეკინის ქუჩაზე საიუველირო მაღაზია გაძარცვეს. ჩაქუჩებით შეიარაღებულმა მოზარდების ჯგუფმა ჯერ ვიტრინები ჩაამსხვრია, ამის შემდეგ დახლები გატეხეს და დიდი ოდენობით ძვირფასეულობა გაიტანეს. მაღაზია Red Berry-დან წაღებულია ოქროული, ბრილიანტებით გაწყობილი ძვირადღირებული სამკაულები და სხვადასხვა ნაკეთობები.
პოლიციას დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირება არ გაუჭირდება, რადგან "მთავარი არხის" მიერ მოპოვებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ მოქმედებენ მოზარდები. მაღაზია Red Berry-ის წარმომადგენლის განმარტებით, ამ დროისთვის ზარალი დადგენილი არ არის.