ქუთაისში, მდინარე რიონიდან სამაშველო ბრიგადამ 54 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანა.
როგორც "მთავარს" სამაშველო სამსახურის პრესასამსახურში განუმარტეს, მამაკაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება მათთან გუშინ, გვიან ღამით შევიდა.
ამ დრომდე სამძებრო სამუშაოები გრძელდებოდა, დილით კი მამაკაცის ცხედარი იქნა ნაპოვნი, - განმარტავენ სამაშველო სამსახურში.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა.