მებადური თუ თვითმკვლელი - ვინ იყო მამაკაცი, რომლის ცხედარიც სამაშველო სამსახურმა რიონიდან ამოიყვანა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, მდინარე რიონის ერთ-ერთ არხში 55 წლის ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 112-ში გუშინ, გვიან ღამით შევიდა. 

შეტყობინების შემდეგ სამაშველო სამსახურმა რიონის ერთ-ერთი არხი მთლიანად დააშრო. გარდაცვლილის ცხედარი უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. 

ერთ-ეთი ვერსიით, მამაკაცი მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით კი გარდაცვლილი მეთევზე იყო და რიონის არხში სწორედ თევზის დასაჭერად იყო ჩასული. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი