საპროტესტო აქცია ბაღდათში სადავო მიწის ნაკვეთებზე - კურორტ საირმის მიმდებარედ ადამიანები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს ათეული წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და შემდეგ ხელისუფლების მიერ გამოცხადებული მიწის დაკანონებით ისარგებლეს, შესაძლოა ციხეში აღმოჩნდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, მიწის მესაკუთრეებს პროკურატურა ერთი წლის წინ, კანონიერად დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს ედავება.
"დაგვირეგისტრირეს ადგილი კანონიერად და ერთ წელში ბრალდება წაგვიყენეს, რომ არაკანონიერად მივითვისეთ მიწები", - ამბობს აქციის მონაწილე
ამ საქმეზე ბაღდათის მერიის ორი თანამშრომელი უკვე დაკავებულია.
"პროკურატურა ედავება კეთილსინდისიერ კერძო მესაკუთრეებს, თითქოს მათ თაღლითური გზით მიისაკუთრეს ეს მიწები, იწყება გამოძიება, იბარებენ ხალხს პროკურატურაში და უყადაღებენ ნაკვეთებს. გამოძიების ფარგლებში იჭერენ მუნიციპალიტეტის ორ თანამშრომელს", - თქვა აქციის მონაწილემ