გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს - პროკურორი ნიკა გვარამიას საქმეზე

გამოქვეყნდა:

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქმეზე, გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია. როგორც დღევანდელი სასამართლოს დაწყებამდე, პროკურორმა განაცხადა, სასამართლოს წარუდგინეს ყველა მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულების ბრალეულობას ადასტურებს: 

"იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მხრიდან წარდგენილი იყო უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო სამივე ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს" - ამბობს პროკურორი.

საქმე, რომლის განხილვაც 2 წელი და 7 თვეა მიმდინარეობს, დასრულდა. დღეს თბილისის  საქალაქო სასამართლოში დასკვნითი პროცესი იწყება. მხარეები რეპლიკებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავა. უცნობია დღესვე გამოაცხადებს თუ არა ლაშა ჩხიკვაძე განაჩენს, თუ გარკვეულ დროს აიღებს.

ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას".
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი