მინდა მივმართო ჩემს ოჯახს, რაც არ უნდა მოხდეს ახლა, არავითარ შემთხვევაში ეს არ ღირს ნერვიულობად - ნიკა გვარამია სასამართლოზე

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას საქმის დასკვნითი სხდომა და დასკვნითი სიტყვა სასამართლოს - "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, სასამართლო დარბაზიდან ოჯახს ემოციური სიტყვით მიმართა:

"პირველ რიგში, მე მინდა მივმართო ჩემს ოჯახს, აქ არის სოფო, ბავშვები არ არიან, ვერც იქნებიან და არც უნდა იყვნენ,  მინდა მათ ვუთხრა, რომ  რაც არ უნდა მოხდეს ახლა, ამ წუთას, თუ მექნა დრო სახლშიც ვეტყვი, არავითარ შემთხვევაში, ეს არ ღირს ნერვიულობად. სოფო, შენ იცი კარგად, რომ ნიკა გვარამია გარეთ უფრო პარადოქსია, ვიდრე ნიკა გვარამია ციხეში. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, უბრალოდ მოგიწევს ეს მშვიდად აუხსნა ბავშვებს. და არავის არაფერი არ სთხოვო, ჩემი მეგობრები ალბათ ისედაც დაგვიდგებიან მხარში, დანარჩენი საჭირო არ არის" თქვა ნიკა გვარამიამ. 

თბილისის საქალაქ სასამართლოში დღეს დასკვნითი სხდომაა. არ არის გამორიცხული მოსამართლემ გადაწყვეტილება დღესვ გამოაცხადოს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი