მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარეა

გამოქვეყნდა:

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს. მას მხარი ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა. ტურავას კონკურენტს, ირინა იმერლიშვილს კი ოთხი ხმა ერგო. 

შეგახსენებთ, რომ დღეს გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, რომელზეც ორი კანდიდატურიდან ერთ-ერთი უნდა აერჩიათ. კანდიდატის გამარჯვებისთვის პლენუმის ცხრა მოსამართლიდან მხარი, მინიმუმ, ხუთ მოსამართლეს უნდა დაეჭირა. 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია 15 ივნისიდან არის თავისუფალი, მას შემდეგ რაც ზაზა თავაძეს მოსამართლის უფლებამოსილება ამოეწურა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს თავმჯდომარეს. ამ თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი