შესაძლებელია წამების დროს შემოაკვდათ, ან რაღაც მსგავსი, არც მისი დაკავების კადრები გაუვრცელებიათ ოსებს, არც სასამართლოში გადაყვანის - მამუკა ჩხიკვაძის მეგობარი

გამოქვეყნდა:

"ვისი შეწუხებაც შეიძლებოდა, მათ შორის, საპატრიარქოც შევაწუხეთ, ხელისუფლებაც, თუმცა ყურად არ იღეს" - ამბობს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული, მამუკა ჩხიკვაძის თანამებრძოლი.
გიორგი კასრაძის თქმით, მამუკა ჩხიკვაძის გამოსახსნელად საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. გარდა ამისა, როგორც კასრაძე ამბობს, ოკუპანტებს არ გაუვრცელებიათ ჩხიკვაძის არც "დაკავებისა" და არც "სასამართლოს" კადრები, რაც ეჭვებს აჩენს:

"გარდა იმისა, რომ მამუკა იქნა გატაცებული, მის შესახებ არაფერი არ ვიცით. შესაძლებელია მამუკა, წამების დროს ან შემოაკვდათ, ან რაღაც მსგავსი მოხდა. არც მისი დაკავების კადრები არ გაუვრცელებიათ ოსებს, არც მისი სასამართლოში გადაყვანის. აბსოლუტურად ვისი შეწუხებაც შეიძლებოდა, მათ შორის, საპატრიარქოც შევაწუხეთ, ხელისუფლებაც, ყურად არ იღეს მხოლოდ იმას გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, მამუკას გამოყვანაზე და რეალობაში გამოდგა ისე, რომ თურმე არაფერსაც არ აკეთებდნენ", - ამბობს გიორგი კასრაძე  

შეგახსენებთ, რომ მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან გასული წლის 12 დეკემბერს გაიტაცეს და მას 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი