
ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თათია ნიკოლაშვილი დღეს, პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც ის ოზურგეთის დასვენების პარკში იმყოფებოდა.
ნიკოლაშვილის დაკავების მიზეზი პრემიერ ღარიბაშვილის გურიაში ვოიაჟი გახდა. როგორც ნიკოლაშვილი აცხადებს, პრემიერი ჯერ პარკში მისული არ იყო, როცა მასთან რამდენიმე პოლიციელი მივიდა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.
ამის შემდეგ ის პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ოზურგეთის პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, სადაც ბრალად პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა წაუყენეს.
როგორც თათია ნიკოლაშვილი აცხადებს, რომ ის ოზურგეთის პარკში ღარიბაშვილს ელოდებოდა იმისთვის, რომ უბრალოდ შეკითხვები დაესვა. ნიკოლაშვილის თქმით, ადგილი არ ჰქონია არანაირ დაუმორჩილებლობას და ხელში არც არანაირი პლაკატი სჭერია.
ავტორი: ვლადიმერ მენაბდე