ხუთსაათიანი დაკითხვა სუს-ში - უწყებაში დღეს "მთავარის" რესპონდენტები დაიბარეს

გამოქვეყნდა:

ხუთსაათიანი დაკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში - ლილუაშვილის უწყებაში დღეს "მთავარი არხის" ის რესპონდენტები დაიბარეს, ვინც შაბათის გადაცემაში, კოვიდ 19-ის დიაგნოზით ვაჭრობის თემაზე ღიად ლაპარაკობდა. 

რესპონდენტები მარნეულიდან "მთავარ არხს" უყვებოდნენ, რომ ბოლო პერიოდში, გარდაცვალების ცნობაში კორონავირუსის დიაგნოზის ჩაწერის სანაცვლოდ, ადგილობრივებს სოლიდურ თანხას - 10 ათას ლარს სთავაზობდნენ.

სუს-ში დღეს ორი რესპონდენტი გამოიკითხა. ხანგრძლივი დაკითხვის დასრულების შემდეგ, რესპონდენტები ერთმანეთისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებდნენ, ადვოკატი კი არასწორ თარგმანზე ალაპარაკდა. 

გარკვეულ პრობლემას თარგმანში აქვს ადგილი. ქაბატონი ზანურას თქმით, არც მისი ოჯახისთვის ყოფილა მსგავსი შეთავაზება ნათესავისთვის, არც კონკრეტულ ინფორმაციას ამ საკითხზე, არ ფლობს. მარნეულის ბაზრობაზე გაუგია, რომ სოფლებში ასეთ შეთავაზებას აქვს ადგილი, - ამბობს ადვოკატი ალი ბადიროვი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი