19 წლის გიორგი შაქარაშვილი დღეს დაკრძალეს. ტრაგედიიდან ერთი კვირის შემდეგაც, ოჯახს და საზოგადეობას ჯერ ისევ არ აქვთ პასუხი კითხვაზე - რა მოხდა მცხეთაში, საბედისწერო ღამეს.
საქმის მოწმეების განმეორებითი დაკითხვა და ექსპერტიზა დღესაც გაგარძლედა, ჩხრეკა ჩატარდა წვეულების მოანწილეების სახლებშიც - დღეს მცხეთის პოლიციაში დაკითხვაზე მისულ, წვეულების მონაწილეებს კომენტარები არ გაუკეთებიათ. ერთ-ერთი ახალაგზრდის მამა ყვება რა მოხდა დაბადების დღეზე, რა სახის დაზიანენები მიიღო მისმა შვილმა და სად იყო ამ დროს გიორგი შაქარაშვილი.
ხვიჩა ბარბაქაძის განცხადებით, ჩხუბს ტატანაშვილი და მისი შვილი გამოერიდნენ და თბილისში სავარაუდოდ, ტატანაშვილის კუთვნილი "მერსედესის" მარკის ავტომობილით დაბრუნდნენ, რომელიც პოლიციასთან დალუქულ მდგომარეობაშია. ცოტა ხანში კი, კვლავ უკან დაბრუნდნენ მეგობრების წამოსაყვანად.
"ჩემი შვილი აგარაკზე, დაბადების დღეზე თავიდანვე იყო, ის გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა, ვისი დაბადების დღეც იყო, მისი მეგობარია. დაზიანებები აქვს, ჩხუბში ვინ მიაყენა დაზიანებები არ ვიცი, სერიოზული დაზიანებები არ აქვს. თავიდან გაიქცნენ, ჩხუბს თავი გაარიდეს, სახლში წავიდა. შაქარაშვილზე ამბობს, ერთ-ერთი კარგი ბიჭი იყოო და იმ ბიჭს კონფლიქტი არავისთან ჰქონიაო, დაბადების დღეზე გაიცნო ისიც. არავინ იცის რა მოხდა, აივანზე ვიდექი ცალკე, რომ გამოვედი ვიღაცამ ხელი მომკიდა და კედელზე მიმახეთქაო - ასე ამბობს ჩემი შვილი. ის "მერსედესის" მარკის ავტომობილში იჯდა. თბილისიდან ბიჭების დასახმარებლად ისევ წამოვიდა, თავის მეგობრებს რომ ცემდნენ, ხომ არ მიატოვებდა? "ნახალოვკიდან" ჩავიდნენ და თავისი ძმაკაცები წამოიყვანეს. იმ მანქანაში მყოფები დაბადების დღეზე ერთად იყვნენ. როგორც ვიცი, ჩხუბის დროს ესენი გაიქცნენ და ეს იყო დაწყნარება, "ნახალოვკელებს" საბურთალოს მხარე მოსდევდა. ტატიაშვილი დაბადების დღეზე იყო, ის ჩემ შვილთან ერთად თბილისში ვერცხლისფერი "მერსედესით" დაბრუნდა, ჩხუბს გამოერიდნენ, დაზიანება ვისაც ჰქონდა, ის წაიყვანეს საავადმყოფოში, თუ სასწრაფო გამოიძახეს, არ ვიცი. მერე ისევ უკან დაბრუნდნენ, მეგობრების წამოსაყვანად. იქიდან ორი ადამიანი წამოიყვანეს", - აცხადებს ბარბაქაძე.