ამ ფონზეც კი, მაინც გამამართლებელ განაჩენს ველი - კახა დამენია

გამოქვეყნდა:

"რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალდებული კახა დამენია განაჩენის გამოცხადებამდე ამბობს, რომ ყველაფრის მოლოდინი აქვს, თუმცა მაინც გამამართლებელ განაჩენს ელის. მისი თქმით, საქმის მიმდინარეობის პერიოდში არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა, რომ მათ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს.

"მოლოდინი ყველაფრის, სიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა, თუ წმინდა იურიდიულად მივუდგებით, გამამართლებელ განაჩენზე მეტი ვერ უნდა დადგეს უბრალოდ ფიზიკურად, მიუხედავად ამ ფონისა, ამ შემთხვევაშიც მაინც გამამართლებელს ველოდები, იმიტომ, რომ ძალიან უსუსური იყო ბრალდება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში", - ამბობს კახა დამენია. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმეზე დღეს განაჩენი უნდა გამოცხადდეს. 

ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი