
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მივიდა. მედიასთან მან მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გადაწყვეტილებისთვის მზადაა.
ნიკა გვარამიამ "მთავარი არხის" თანამშრომლებს წარმატება უსურვა.
"მე ვარ უდანაშაულო კაცი, დამნაშავე რეჟიმი რას იზამს, ეს როგორ უნდა ვთქვა", - თქვა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას". მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი - კახა დამენია და ზურაბ იაშვილი.