"ამ პროცესის მიზანი იყო ნიკა" - კახა დამენია "რუსთავის 2-ის" საქმეზე

გამოქვეყნდა:

"რუსთავის 2"-ის საქმეზე ბრალდებული კახა დამენია, ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმის პროცესის მიზანი, საბოლოოდ, ნიკა გვარამია იყო. "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი, რომელსაც დღეს სასამართლომ სასჯელის სახედ 50 000 ლარი ჯარიმა განუსაზღვრა, ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

"წმინდა იურიდიულად, გამამართლებელი უნდა ყოფილიყო სამივე, თუმცა მოლოდინი ყველაფრის მქონდა, ჩემ შემთხვევაში, უფრო მძიმეც მქონდა. ფაქტობრივად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც არის "კონსენსუსური", ერთი გამართლდა, მე გადამიკვალიფიცირდეს უფრო მსუბუქ მუხლზე, ნიკა, სამწუხაროდ, დაიჭირეს, პრინციპში, საბოლოოდ ვაღიაროთ, რომ ნიკა იყო მიზანი ამ პროცესის და დანარჩენები, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ, ფონად ვიყავით", - თქვა კახა დამენიამ. 

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი