"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენს ეხმაურება. ის წერს, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.
საია მანამდეც აცხადებდა, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ინტერესთა კონფლიქტი სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენდა.
"ნიკა გვარამიას განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ, რომელსაც ამ საქმის განხილვის უფლებაც კი არ ჰქონდა. დაუსაბუთებელი ბრალდება და წარმართული პროცესი მხოლოდ იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია, მიზანი კი კრიტიკულ მედიასთან ანგარიშსწორება", - წერს ნიკა სიმონიშვილი.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. იხილეთ ასევე: