"ოცნების" სპეცოპერაცია სამართლის სახელით | ნიკა გვარამია ოლიგარქის ციხეში

გამოქვეყნდა:

შეტევა ქვეყნის დემოკრატიულ მომავალსა და სიტყვის თავისუფლებაზე. ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ხელით კიდევ ერთი უკანონო და პოლიტიკური გადაწყვეტილება გააფორმა, რითიც საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი დააკანონა. 

მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია დაპატიმრებულია. აბსურდული საქმე, რომელიც კვალიფიციაური და დამოუკიდებელი იურისტების შეფასებით სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებსაც არ შეიცავს, ქართული ოცნების მფლობელი ოლიგარქისთვის მთავარი იარაღი აღმოჩნდა კრიტიკული მედია მენეჯერის წინააღმდეგ და მის გასანეიტრალებლად. 

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართულმა მართლმსაჯულებამ და პირადად მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ვერც კომპეტენციის და ვერც სინდისიერების ტესტი გაიარა. ჩხიკვაძის მიერ გახმოვანებულ, ოლიგარქის განაჩენს ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში ელოდებოდა და იყო მზად პატიმრობისთვის, რადგან იცოდა, რომ მედია მენეჯერისა და მთავარი არხის გაჩუმების გეგმა დიდი ხნით ადრე იყო გაწერილი.  

ბრალდების ვრცელი ჩამონათვალიდან მოჩვენებითი ობიექტურობის სადემონსტრაციოდ მოსამართლემ გვარამია სამ მუხლში გაამართლა და დამნაშავედ სცნო ორ ეპიზოდში. რა დასაბუთებითაც არ უნდა განმარტოს ლაშა ჩხიკვაძემ საკუთარი გადაწყვეტილება, მისი განაჩენი ობიექტურობის ტესტს ვერ ჩააბარებს, რადგან ამ ქვეყანაში ყველა მინუს ოცნება თანხმდება, რომ ნიკა გვარამია კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარია ოლიგარქის ციხეში.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი