"ნიკა გვარამია შეწუხებულია შვილების მდგომარეობაზე... თვლის, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მოხდა" | ნინო ლომჯარიამ რუსთავის ციხე დატოვა

გამოქვეყნდა:

"რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითად აისახება ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებისა და მედიათავისუფლების მდგომარეობას და ზოგადად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ექნება ძალიან უარყოფითი გავლენა", - ამის შესახებ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებისა და ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ისაუბრა.

ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილ განაჩენს დეტალურად გაეცნობა, რის შემდეგაც ომბუდსმენს საბოლოო სამართლებრივი შეფასება ექნება. 

უფრო მეტად არის შეწუხებული ამ წუთას მისი შვილების მდგომარეობაზე. ის განიცდის ამ თვალსაზრისით მის მდგომარეობას და რა თქმა უნდა, მიაჩნია თავი უდანაშაულოდ. ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი, ეს გადაწყვეტილებები მოხდა მიზანმიმართულად სწორედ დღეს და ამ დროს იმისათვის, რომ ეს ყოფილიყო ხელისშემშლელი ფაქტორი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ეს არის მისი პოზიცია, - ამბობს ნინო ლომჯარია. 

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ "ეს არის უკიდურესად პრობლემატური. არ ვიცი სხვა სიტყვები რა გამოვიყენო. სამართლებრივადაც ვიტყვი, რომ ვფიქრობ, რომ კანონიერების პრინციპია დარღვეული, როდესაც ადამიანს მიესაჯა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა იმ ქმედებისთვის, რაც საერთოდ არც ქართული სასამართლო პრაქტიკით, არც ევროპული, არც ამერიკული, არც ბრიტანული სასამართლო პრაქტიკით ამ ტიპის გადაწყვეტილებები და ქმედებები იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით რაზეც ვსაუბრობთ, საერთოდ არ ითვლება დანაშაულად".

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი