მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია დღეს ციხეში გაუშვა | შავი ლაქები ლაშა ჩხიკვაძის ბიოგრაფიაში

გამოქვეყნდა:

ვინ არის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე. სასამართლო კლანის ერთ-ერთ გამოკვეთილ სახეს არაერთი პოლიტიკური საქმე უკავშირდება. გიგი უგულავა, ბაჩო ახალაია, ირაკლი ოქრუაშვილი და ბოლოს ნიკა გვარამია.

ჩხიკვაძეს საქმიან ბიოგრაფიაში შავი ლაქები ელვისებური სისწრაფით მრავლდება, რისი მიზეზიც შესაძლოა 2015 წელს მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი იყოს. ჩხიკვაზე ერთ-ერთი ფიგურანტია იმ ავტოსაგზაო შემთხვევისა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საქმე მალევე დაიხურა ისე, რომ ჩხიკვაძის გვარი ოფიციალურად არ გასაჯაროვებულა, თუმცა მისი პერსონა აქტუალური და მნიშვნელოვანი გახდა იმ უკანონო დავალებები შესრულებისას, რომელიც პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.

თავად მოსამართლის გარდა, "ქართულ ოცნებას" ლაშა ჩხიკვაძეზე ზემოქმედების კიდევ ერთი ბერკეტი აქვს - ძმა, რომელსაც კანონთან პრობლემები აქვს.
 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი