ე.წ. რუსთვის 2-ის საქმე, რომელიც "ოცნების" ხელისუფლების გამორჩეული ოპონენტის წინააღმდეგ პირადი ანგარიშსწორების მთავარ იარაღად იქცა, კითხვის ნიშნებს არ ტოვებს. სამოქალაქო საზოგადოებამ განაჩენში მარტვად ამოიკითხა საქმის პოლიტიკური მოტივი.
საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები კრიტიკული მედია მენეჯერის დაპატიმრებას, რაც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის დამანგრეველი იქნება, რადგან ღიად პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება ქვეყანისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების გზაზე უდიდესი საფრთხის შემცველია.