ბათუმში ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ ყოფილმა ქმარმა დაჭრა

გამოქვეყნდა:

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, მომხდარზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია მთავარი არხის ვებგვერდს შსს-ში დაუდასტურეს. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალმა შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ქუჩაში გამოსული კი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა დანით დაჭრა. მომხდარზე დეტალები უცნობია. 

ბათუმის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი