დავალების შემსრულებელი მოსამართლე | რას პასუხობს ლაშა ჩხიკვაძე "ოცნების" სამხილებს

გამოქვეყნდა:

დაშანტაჟებული მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს. ვინ არის ლაშა ჩხიკვაძე და რა სამხილები აქვს მის წინააღმდეგ ხელისუფლებას. "მთავარმა არხმა" დეტალურად შეისწავლა "ქართული ოცნების" მორჩილი მოსამართლის ბიოგრაფია და კითხვები პირადად მას დაუსვა. ავტოავარია, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ძმა, რომელსაც სამართალთან პრობლემები აქვს - ეს არის ორი ძირითადი თემა, რომლითაც ივანიშვილის პოლიტიკურ კლანს მოსამართლე მორჩილებაში ჰყავს.

ბრალდებები შანტაჟში შესაძლოა უსაფუძვლო ყოფილიყო, რომ არა იურისტების და მოსამართლეების პოზიცია. ფაქტობრივად ყველა სამართალმცოდნე და განსაკუთრებით ჩხიკვაძის კოლეგები ამტკიცებენ, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი აბსურდულია. ბრალდება ფაქტობრივად არ არსებობს და საქმის იურიდიული საფუძვლები მთლიანად მოშლილია. სწორედ ამ მიზეზით რჩება ერთადერთი ახსნა - მოსამართლე პოლიტიკურ ზეწოლასა და შანტაჟს დაემორჩილა და თავისუფალი მედიის მენეჯერი ციხეში გაუშვა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი