"მთავარი არხის" ინფორმაციით, პოლიციამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალგაზრდები დააკავა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, პოლიციამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალგაზრდები დააკავა. სპეცოპერაციები თბილისის სხვადასხვა უბანში წუხელ ჩატარდა. ჯერჯერობით შსს ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს.

მანამდე კი წუხელ გლდანის პოლიციაში ამოცნობის პროცედურა ჩატარდა. ერთერთმა მთავარმა მოწმემ - შაქარაშვილის მეგობარმა "ტოიოტა ქამრის" მგზავრები ამოიცნო.

ბატონი გური მობრძანდა და ამოიცნო პიროვნება. ერთ ერთი, რომელიც ტოიოტას მარკის ავტომანქანაში იჯდა . ამას ჩვენც არ უარვყოფთ და ვადასტურებთ, რომ ეს პიროვენბა ჩვენს მანქანში იჯდა. რაც შეეხება იყო თუ არა არჩილ გაგნიძე, ამას არ დაგიდასტურებთ" განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.  

პოლიციის განყოფილებაში ამოცნობაზე 4 მორაგბე იმყოფებოდა. ერთ ერთის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს, თუმცა არჩილ ბერიანიძემ დამატებით დეტალებზე სუბრისგან ჟურნალისტებთან თავი შეიკავა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი