
ვინ არის ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლე? - არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ლაშა ჩხიკვაძის, ასევე მის მიერ განხილული საქმეების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ჩხიკვაძე თანამდებობაზე 2019 წელს უვადოდ გამწესდა;
მოსამართლე ჩხიკვაძე ფიგურირებდა 2015 წლის 22 იანვარს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. პროკურატურამ მაშინ უარყო ჩხიკვაძის რაიმე ბრალეულობა
ნიკა გვარამიას საქმეში მოწმე, ზაზა გველესიანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ახლო მეგობარი და „რუსთავი 2”-ის მმართველი ჰოლდინგის დირექტორი იყო, მაგრამ მოსამართლემ საქმიდან თავი არ აიცილა
მოსამართლე ჩხიკვაძის სახელს უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მაღალჩინოსნების გიგი უგულავას, ბაჩო ახალაიასა და ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლის გახმაურებული საქმეები;
შეგახსენებთ, 16 მაისს ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია „რუსთავი 2-ის“ დირექტორობისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.