კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა- გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ორით გაიზარდა და ამ დროისათვის საერთო რაოდენობა 919- ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი და მათი საერთო რიცხვი 780 გახდა.

 stopcov.ge-ს მონაცემებით, ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმშია 2687 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 260 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი