სახეში გამარტყა ორმა პოლიციელმა, მომაყენეს შეურაცხყოფა - მჟავანაძე დღეს პროკურატურას მიმართავს

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "სირცხვილია" დირექტორი, გიორგი მჟავანაძე, სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ძალადობის გამოძიების მოთხოვნით დღეს პროკურატურას მიმართავს. სამოქალაქო აქტივისტი სასამართლომ გუშინ დარბაზიდან გაათავისუფლა. მჟავანაძე ამბობს, რომ მას რამდენიმე პოლიციელი ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი დააკავა.

"მივედი პოლიციის განყოფილებაში, რადგან თვითონ დამიკავშირდნენ, მე არ ვიცოდი იმ პოლიციელის სახელი და გვარი, რომელმაც დამირეკა და მთხოვა პოლიციაში მისვლა. მითხრა, რომ ჩემ სახელზე წერილი იყო, რომელიც უნდა ჩამებარებინა. ვინ დაგიბარო მკითხეს, ვიღაც პოლიციელმა მეთქი, არ ვიცი სახელი და გვარი მეთქი, რომ ვუთხარი ფრაზა "ვიღაც პოლიციელი" ძალიან ყურში მოხვდათ, როგორც ჩანს, ძალიან შეურაცხმყოფლად აღიქვეს. სახეში გამარტყა ჯერ ერთმა პოლიციელმა, მერე მეორე პოლიციელმა, ამას სდევდა მუქარა, სიტყვიერი შეურაცხყოფა", - ყვება გიორგი მჟავანაძე.

საქმე ეხება 17 მაისს გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში მომხდარ ინციდენტს, რომელზე გამოძიებაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა სამოქალაქო აქტივისტი ამტკიცებს, რომ განყოფილებაში ჯარიმის ჩასაბარებლად მივიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი