მეოთხე ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელის დაკეტილი ბინიდან იარაღი გაიტანეს - შამათავა სპეცსამსახურებს ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

მეოთხე ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი ზურა შამათავა სუს-ს მის ბინაში უკანონო შეღწევაში ადანაშაულებს. ყოფილი სამხედრო ამბობს, რომ დედაქალაქის ცენტრში, ონიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა გაღებული დახვდა, მისი კუთვნილი რეგისტრირებული იარაღი გლოკ 17 კი წაღებუკლი.

ვიცე პოლკოვნი შამათავა მომხდარში სპეცსამსახურებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ბინის კარი ეგრეთ წოდებული ”ატმიჩკით” აქვთ გაღებული. პისტოლეტის კარდა კი წაღებულია 250 ვაზნა. მისივე თქმით, სხვა ძვირადღირებული ნივთები ადგილზეა. 

შამათავას განცხადებით ის ხობის რაიონში არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობის მხრდასაჭერად მუშაობს და ხელისუფლება მის განეიტრალებას ცდილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი