"ორი მანქანა სავსე იყო ხალხით და ეს რიცხვი გასაკვირი არ არის" - შაქარაშვილის ოჯახის პირველი კომენტარი დაკავებულებზე

გამოქვეყნდა:

ეს არის ის დამიანები ვინც კონფლიქტში იღებდნენ მონაწილეობას, ორი მანქანა სავესე იყო ხალხით და ეს რიცხვი გასაკვირი არ არის - ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ოჯახი საქმეში მონაწილე ახალგაზრდების დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც გარდაცვლილის ბიძა ამბობს, არ არის გამორიცხული ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის გარდა, საქმეში გამოიკვეთოს ხულოგნობისა და დანაშაულის დაფარვის მულხლებით გათვალისწინებული დანაშაული 

ჩვენთვისაც ცნობილი გახდა რომ დააკავეს 17 ადამიანი. სავარაუდოდ როგორც ჩადენილი ქმედებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, ეს შეიძლება იყოს ძალადობა, ძალადობის ორგანიზება, შესაძლებელია რიგ შემთხვევებში საქმე გვქონდეს ხულიგნობასთან და დანაშაულის დაფარვასთან" ამბობს შაქარაშვილის ბიძა.

პოლიციამ გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე 17 პირი დააკავა. შსს-ს ამასტან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გავურცელებია. დაკავებულებს შორის არიან "ტოიოტა ქამრის" მძღოლი და მგზავრი, მორაგბეები - არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე.

ასევე დაკავებულია დაპირისპირების კიდევ ერთი მონაწილე საბა ჩხარტიშვილი. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ჩხარტიშვილს ძალადობას ედავებიან და ის დილის 08:00 საათზე დააკავეს.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ კონკრეტულ დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურად არ იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს სამწუხარო ფაქტი მოხდა. ის რამდენიმე საათით ადრე იყო გადასული ლისის ტერიტორიაზე - აცხადებს საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი, დავით ჭიკაიძე.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი