ახალი ინფიცირებულების წყარო ცნობილია - ეზუგბაია

გამოქვეყნდა:

ორი ახალი დადასტურებული შემთხვევის წყარო ცნობილია - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორიმა დილის ტრადიციულ ბრიფინგზე, კორონავიურუსის ახალ შემთხვევბზე საუბრისას.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი შემთხვევები დაავადებულთან კონტაქტს უკავშირდება.

მისივე ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 24 პაციენტი რჩება, რომელთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„დაგვემატა მხოლოდ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღეისთვის გვყავს 919 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 4-ით გაიზარდა" განაცხადა ეზუგბაიამ.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი