თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, კახეთში, სამეგრელოსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. პოლიციამ 6 პირი დაკავა.

დაკავებულებს შორის არიან -  წარსულში ნასამართლევი 1985 წელს დაბადებული გ.შ., 1989 წელს დაბადებული კ.ა. ;1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ., 1972 წელს დაბადებული თ.კ. და 1989 წელს დაბადებული გ.დ. 1979 წელს დაბადებული ზ.ჩ.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი