გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის, ერთი არასრულწლოვანია. მისი ადვოკატი ეჭვობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებით, სამართალდამცველები რაღაცის გადაფარვას ცდილობენ.
გიორგი გელხაური ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირ ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია და კონფლიქტშიც არ მონაწილეობდა
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 143-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას... ბრალს გამოძიება რითი წაუყენებს არ ვიცით, თუმცა, განცდა და ეჭვი გვიჩნდება იმისა, ხომ არ სურს გამოძიებას რაიმეს გადაფარვა - ამბობს გელხაური.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ, დაბადების დღეზე მყოფი ახალგაზრდები და ის პირები დააკავა, ვინც მცხეთაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ადგიზლე საქმის გასარჩევად მივიდნენ. სულ დაკავებულია 17 პირი.
დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები. ისინი იმ "ტოიოტა ქამრში" ისხნენ, რომლებიც გლდანის პოლიციაში გუშინ საქმის ერთ ერთმა მოწმემ ამოიცნო.
დაკავებულია თენგო ბარბაქაძეც, რომელი ღამით მცხეთის პოლიციაში განმეორებით გამოკითხეს და მასთან ერთად, პოლიციამ ხიდის ინციდენტის ადგილიდან ამოღებული ვიდეოკადრებიც დაათვალიერა.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მონაწილეობდა აგარაკის ეპზიდში, ოღონდ იქ იყო მსხვერპლი. მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, მისი თქმით, ქეოჩოში მოკიდეს და ათრიეს მიწაზე, შემდგე მისმა მეგობრებმა განარიდეს იქაურობას. დაინახეს ეს მოძლადეები ხიდთან გააჩერეს ავტომობილი და მოხდა ფიზიკური დაპირისპირება - ამბობს ადვოკატი
ახალგაზრდები სავარუდოდ წინასწარი დაკავების იზოლატორში ყავთ გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია როდის წაუყენებენ მათ ბრალს ოფიციალურად.
შსს განცხადებას ამ საქმეზე 14 საათზე, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთებს.