დაკითხვების სერია სუს-ში - "ფეისბუქ" სტატუსებისთვის უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს დაკითხვებზე იბარებს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამხურში ფეისბუქ პოსტის გამო ჟურნალსიტი ნინო ჭელიძე დაიბარეს. ჭელიძემ სოციალურ ქსელში, "მთავარი არხის" რეპორტაჟთან დაკავშირებით დაწერა და კითხვა დასვა -  სჯერა თუ არა ვინმეს, რომ სახელმწიფო კოვიდ 19 -ის დიაგნოზის გაყალბებაში ფულს იხდის?

აღასანიშნავია, რომ ჟურნალისტის სტატუსი საჯარო არ არის და ის მან საკუთარ დახურულ გვერდზე დაწერა.

ამავე პოსტის ქვეშ "რესპბულიკური პარტიის" ერთ ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ კომენტარი დატოვა, რის გამოც სუს-მა დაკითხვაზე ისიც დაიბარა. სამნიძე ჭელიძისგან განსხვავებით საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს. 

თავიდან მეგონა ხუმრობა იმიტომ რომ მითხრეს, რომ ფეისბუქპოსტის გამო ხდება. არ დამიკონკრეტეს რომელ პოსტს ეხებოდა...მერე გამომძიბელი გამეცნო და მითხრა, რომ უნდა მოვსიულიყავი დღეს ...ეს პოსტი 21 -ში მაქვს დაწერილი და არაფერი ინფორმაცია მე არ მაქვს და დავსვი კითხვა, მეტი არაფერი, თან ეს პოსტი დახურულია, საჯარო არ არის - ამბობს ჭელიძე

ხათუნა სამნიძის თქმით სუს-ი მას ტელეფონის საშუალებით ღამე დაუკავშირდა, თავად კი დაბარება ოფიციალური ფორმით მოითხოვა:

იმედნად წარმოუდგენელი იყო, რომ წესიერად პასუხიც ვერ გავეცი, მოვთხოვე ოფიციალურად მოემართათ იმიტომ, რომ არასამუშაო დროს, ღამე სუს-ის ზარი ფეისბუქ პოსტზე წარმოუდგენელი იყო - ამბობს სამნიძე.

ხათუნა სამნიძეს სუს-მა ოფიციალური მოთხოვნა ცოტა ხნის წინ გაუგზავნა. რა შეკითხვები აქვს უწყებას და რა აინტერესებს ფეისბუქ პოსტების ავტორებისგან, მას შემდგ გახდება ცნობილი, რაც ჟურნალისტი ნინო ჭელიძე უწყებას დატოვებს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი