ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის პროცესი გადაიდო

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილს დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა გაეგრძელებინა, თუმცა სხდომა არ შედგა.

ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასამართლოში ვერ მიიყვანეს. 
მესამე პრეზიდენტი მეორე კვირაა კლინიკა "ვივა მედში" ჰყავთ მოთავსებული. სიტუაციის გათვალისწინებით მოსამართლემ პროცესი 20 ივნისამდე გადადო.

ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის ვერ დაესწრო დღევანდელ სასამართლო სხდომას, სასამართლო პროცესი გადაიდო და ჩაინიშნა 20 ივნისს.

სინამდვილეში, არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამ საქმეში უბრალოდ არ არსებობს, იმიტომ რომ 7 ნოემბერთან დაკავშირებით, თავის დროზე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან და მას ქართველმა ხალხმა მისცა ხელმეორედ მანდატი, როდესაც აირჩია საქართველოს პრეზიდენტად.

ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის ჩატარებაზე შუამდომლობაზე პასუხს, დაყენებული გვაქვს ეს შუამდგომლობა. სასამართლო ძალიან აბსურდული და სასაცილო მიზეზებით არ იხილავს ამ შუამდგომლობას და არ გვეუბნება გადაწყვეტილებას, - ამბობს დიტო საძაგლიშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი