გიორგი მჟავანაძემ გამოძიებას მოძალადე პოლიციელები დაუსახელა, თუმცა მათთვის ჯერ უფლებამოსილება არ შეუჩერებიათ

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე არ დაუკითხვათ ის პოლიციელები, რომლებსაც მოძრაობა "სირცხვილიას" დირექტორი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. გიორგი მჟავანაძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ყველა იმ სამართალდამცველის გვარი უთხრა, რომლებმაც ის პოლიციის განყოფილებაში სცემეს, თუმცა მათთვის არც  უფლებამოსილება შეუჩერებიათ. 

შემთხვევა 3 დღის წინ გლდანი - ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს მე-9 განყოფილებაში მოხდა. მაშინ როდესაც გიორგი მჟავანაძე მე-9 სამმართველოში  ჯარიმის ჩასაბარებლად იყო მისული. "მთავარის" ინფორმაციით ,ძალადობაში განყოფილების უფროსის მოადგილე დავით კანკავაც მონაწილეობდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი