ქუთაისში მხატვარ ოთარ ქანდარიას ბიუსტი მოიპარეს. შეთხვევა საფჩხიის სააფლაოზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ბიუსტი ღამის საათებში მოიპარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში "მთავარს" განუცხადეს, რომ მომხდარზე გაოძიება 258_ე მუხლის, მე-2 ნაწილით დაწყო, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას ნიშნავს. აღნიშნული მუხლი 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.