სავარძელი, კომპიუტერები და მონიტორები - ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ექსპერტ-კრიმინალისტებმა ენმ-ს გორის დარბეული ოფისიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
ისინი ადგილზე თითქმის ოთხი საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ.
"მთავარმა" მოიპოვა იმ პირის ფოტო, რომელიც პარტიის ოფისს თავს დაესხა. თვითმხილველების თქმით, უცნობ პირს, რომელიც ოფისში დანით და ქვებით შეიჭრა, ,,ქართული ოცნების” მაისური ეცვა და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.
მამაკაცი პოლოციამ სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავა და მას 1-დან დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მომხდარზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებე, თუმცა, “ოცნების” გორის ოფისში ფაქტს უარყოფენ და მათ ბრალეულობას კატეგორიულად გამორიცხავენ.