თბილისში, ავტობუსში ქმარმა ცოლი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა

გამოქვეყნდა:

თბილისში, გურამიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქმარმა ცოლი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა. 

კაცმა ქალს რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. პოლიციამ ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზე დააკავა. 

როგორც შსს-მ "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი