დაკავებული მორაგბეები - რაგბის კავშირში შაქარაშვილის საქმეს ეხმაურებიან

გამოქვეყნდა:

რაგბის კავშირის პრეზიდენტი არ ფლობს ინფორმაციას რა სახით მონაწილეობდა საქმეში ის ორი მორაგბე რომლებიც შაქარაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის საქმეში ფიგურირებენ.

გოჩა სვანიძე ამბობს, რომ ის გამოძიების დასრულებას  და დამნაშავეების უკმაცრესად დასჯას ელოდება. სვანიძის თქმით, დაკავებული მორაგბეები არც ერთი ასაკობრივი ნაკრების წევრები არ არიან.

დაკავებული მორაგბეები საქართველოს ჩემპიონათტის მონაწილე სამ სხვდასხვა კლუბში თამაშობენ. 

დღეს ვნახე მე ინტერნრტით რომ ორი პირია დაკავებუოი. ეს გვარები მოვიკითხე და არსბეობს ასეთი მოთამაშეები. მე ვერ გეტყვით რა მოხდა, მათი მონაწილეობის ხარისხს...თუ ეს დანაშაული ვინმემ ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს უმკაცრესად - ამბობს სვანიძე

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 პირი დააკავა, მათ შორის არიან მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე.  გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის "ა" პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს - თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი