გიორგი გაბუნიას საქმე - სუს-მა "ტვ პირველის" პროდიუსერს წყაროს დასახელება მოსთხოვა

გამოქვეყნდა:

სუს-მა ტვ პირველის პროდიუსერს წყაროს დასახელება მოსთხოვა. უწყებაში დღეს გამოკითხვაზე მაკა ჩიხლაძე იმყოფებოდა, რომელიც ნოდარ მელაძის შაბათში, გიორგი გაბუნიას საქმეზე მომზადებული რეპორტაჟის შემდეგ დაიბარეს. როგორც მაკა ჩიხლაძემ განაცხადა, წყაროს დასახელებაზე მან უარი თქვა.

მაკა ჩიხლაძის თქმით, კონტრტერორისტული ცენტრის გამომძიებელი ასევე დაინტერესდა, რამდენი ხანია იცნობს გიორგი გაბუნიას და როდის გაიგო, რომ მის წინააღმდეგ დანაშაული მზადდებოდა

ყველა კითხვაზე იყო პასუხი, რომ მე მიცავს 50-ე მუხლი და არ მაქვს იმის ვალდებულება, რომ გავთქვა ჩემი წყაროები - განაცხადა მაკა ჩიხლაძემ სუს-ის დატოვების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ორი დღის წინ სუს-მა ჟურნალისტი ნოდარ მელაძეც დაკითხა. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი