პატიმრობის წინააღმდეგი არ ვიქნებით - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

გამოქვეყნდა:

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

მამაკაცი,რომელმაც მეუღლეს,  27 წლის სოფო კვარაცხელიას ცივი იარაღით ჭრილობები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა, დანაშაულს ვერ იხსენებს. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

"ფაქტობრივად ვერ იხსენებს რა მოხდა, ფაქტების დალაგება უჭირს, აქვს მძიმე ემოციური და ჯანმრთელობის პრობლემა. ჯანმრთელობის ისტორიის წარსულიც აქვს მძიმე... ფსიქოლოგიურიც და მათ შორის ფსიქიატრიული. აღკვეთ ღონისძიებაზე ამ ეტაპზე ეს მოსაზრება გვაქვს, რომ წინააღმდეგი არ ვიქნებით პატიმრობის",- ამბობს ადვოკატი, სულხან კომახიძე.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა თბილისში  გუშინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა. მებონიამ მეუღლეს, 27 წლის სოფო კვარაცხელიას სასიკვდილო ჭრილობები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა.  შსს-ს ცნობით, გამოძიება დაკავებულს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალდებულს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი