საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარს, რა დროსაც ქმარმა ახალგაზრდა ქალი მოკლა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების ცნობით, ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ს.კ.-ს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა",-წერია განცხადებაში.
როგორც შსს აცხადებს ბრალდებული უკვე დაკავებულია, გამოძიება მას ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. დაკავებულს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამავე თემაზე: