"ვერ ახერხებს სრულყოფილად ფაქტების გახსენებას, გაოგნებულია მომხდარით" | ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

როინ მებონიას, რომელმაც ავტობუსში ცოლი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა, ბრალდებას ოფიციალურად რამდენიმე საათში წარუდგენენ.

ადვოკატის მტკიცებით, დაკავებული დანაშაულის ჩადენას "ვერ იხსენებს" და მომხდარით "გაოგნებულია".

"სავარაუდოდ, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები ამ ადამიანს. ვერ ახერხებს სრულყოფილად ფაქტების გახსენებას და გაოგნებულია მომხდარით. ვერ ახრხებს მომხდარის აღდგენას სრულყოფილად", - ამბობს ადვოკატი, სულხან კომახიძე.

შეგახსენებთ, რომ სასტიკი მკვლელობა თბილისში  გუშინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა. მებონიამ მეუღლეს, 27 წლის სოფო კვარაცხელიას სასიკვდილო ჭრილობები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა. ბრალდებულს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი