პირველად 7 წლის შემდეგ - ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა დეტალი, რომელშიც მოსამართლე ჩხიკვაძე ფიგურირებს

გამოქვეყნდა:

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი სარჩელით კიდევ უფრო დაბლა დაწია ქართული მართლმსაჯულების სტანდარტი. კონკრეტული მოსამართლე ძალიან ბევრ პოლიტიკურ საქმეში ფიგურირებდა. ციხიდან ერთი დღის გამოსული უგულავა სწორედ ამ მოსამართლემ შეაბრუნა საპატიმროში და მანვე 6 სული ქურდის ჩვენებით დააპატიმრა ბაჩო ახალია. 
ეჭვებს, რომ ამ მოსამართლის წინააღმდეგ არსებობს რაღაც კომპრომატი, რის გამოც ყველაფერზე ხელს აწერინებენ, ამყარებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები.  
მოსამართლე 7 წლის წინ მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთი ფიგურანტი იყო. მაშინ 6 მანქანა დაიმტვრა, 1 ადამიანი კი დაიღუპა.  თუმცა გამოძიება ისე დასრულდა, რომ მომხდარში არავის ბრალეულობა არ გამოიკვეთა. 
მაშინვე გაჩნდა ვერსია რომ ერთ-ერთი მძღოლი ნასვამი იყო. 
7 წლის განმავლობაში ეჭვები ეჭვებად რჩებოდა, თვითმხილველები დუმდნენ. თუმცა შვიდი წლის შემდეგ, "პოსტ ფაქტუმმა" ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იპოვა, ყველა კითხვა დასვა და ეჭვი, რომ მოსამართლეს  ხელი დააფარეს, კიდევ უფრო გაძლიერდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი