გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სპორტსმენები - გიგა ტატიაშვილის მამის პირველი კომენტარი

გამოქვეყნდა:

იმ 17 პირს შორის, რომლებიც სამართალდამცველებმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს, რამდენიმე სპორტსმენია.

მათ შორის არიან მორაგბეები- არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე და ნიკა ჟვანია; ასევე "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე და ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილი.

გიგა ტატიაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაპირისპირებაში მონაწილეობას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ამოღებულ ვიდეოჩანაწერებშიც კარგად ჩანს, როგორ დგას ტატიაშვილი საკუთარ მანქანასთან და ჩხუბში მონაწილეობას არ იღებს.

იგივე ინფორმაცია აქვს ევროპის ჩემპიონის მამასაც. რამაზ ტატიაშვილი "მთავარ არხთან" საუბარში ამბობს, რომ მის შვილი ჩხუბის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა:

როცა ჩხუბობდნენ ეუბნებოდა გიგა, რომ გაჩერდით ნუღარ ჩხუბობთო, დაანებეთ თავიო და რო აღარ ეშვებოდნენო დაუძახა, პატრული მოდისო. არის კამერების ჩანაწრები სადაც ჩანს, რომ გიგა არც აგარაკზე ჩხუბობს, არც მაგისტრალზე - ამბობს რამაზ ტატიაშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი