დასრულდა თუ არა COVID-19? არა, რა თქმა უნდა, არ დასრულებულა - გებრეისუსი

გამოქვეყნდა:

"დასრულდა თუ არა COVID-19? არა, რა თქმა უნდა, არ დასრულებულა. მე ვიცი, რომ ეს არ არის ის გზავნილი, რომლის მოსმენაც გსურთ და ნამდვილად არ არის ის, რისი თქმაც მსურს“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში ყველა შეზღუდვა მოიხსნა, დაფიქსირებული შემთხვევები იზრდება თითქმის 70 ქვეყანაში. მისივე თქმით,  სიკვდილიანობის შემთხვევები იზრდება აფრიკაში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია- "ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მის გზას, ან ინტენსივობას”, - ამბობს გებრეისუსი.

WHO-ს ხელმძღვანელი ახსენებს ზოგიერთ ქვეყნებს, რომ ვაქცინაცია ისევ დაბალია -"მხოლოდ 57-მა ქვეყანამ  აცრა მოსახლეობის 70% - თითქმის ყველა მათგანი მაღალი შემოსავლის ქვეყანაა”, - ამბობს ის.

„პანდემია სასწაულებრივად არ გაქრება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ იგი. ჩვენ გვაქვს ცოდნა. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები. მეცნიერებამ მოგვცა უპირატესობა“, - თქვა მან და მოუწოდა ქვეყნებს ერთად იმუშაონ, რათა მიაღწიონ ვაქცინაციის 70%-ს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი