
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეში ადვოკატთა ასოციაცია ჩაერთო. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი დღეს მასთან შესახვედრად რუსთავის ციხეში მივიდა.
"ჩემი მიზანი სწორედ ის არის, რომ კიდევ ერთხელ ვკითხო ბატონ ნიკას მისი სურვილები, მისი მოთხოვნები, როგორც ადვოკატის, შესაბამისად, ამ კონტექსტში განვიხილოთ, ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომლებიც მისთვის აქტუალური იქნება.
როდესაც მედია შეზღუდვებსაა დაქვემდებარებული, ეს რა თქმა უნდა, ნებისმიერი მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი", - თქვა თორნიკე ბაქრაძემ.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.